ორი ოქროს შანსი პირველივე დღეს | აბუ დაბის გრანდ სლემი
ორი ოქროს შანსი პირველივე დღეს | აბუ დაბის გრანდ სლემი

აბუ დაბის დიდ მუზარადზე დღეს მამაკაცთა ორივე წონითი კატეგორიის ფინალში, ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობენ.

ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ.) მსგავსად, ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს ამირან პაპინაშვილსაც ( 60 კგ.) ნახევარფინალში მან, ლუხუმ ჩხვიმიანის მომგები უზბეკი ფალავანი, ლუტფილიაევი დაამარცხა.

პაპინაშვილმა ფინალში გასასვლელი შეხვედრა წუთსა და 40 წამში დაასრულა, როცა უზბეკი მეტოქე დააიპონა და ჩხვიმიანის მარცხისთვის რევანში აიღო.

ამავე წონაში საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც მეოთხედფინალამდე მივიდა, შემდეგ კი ჯერ, როგორც უკვე აღვნიშნეთ ლუტფილიაევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი დამატებით დროში პაპინაშვილის მიერ დამარცხებულ კიდევ ერთ ძიუდოისტთან, ბელგიელ ვერშტრაეტენთან წააგო.

დატოვე კომენტარი