ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია | აბუ დაბის გრანდ სლემი
ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია | აბუ დაბის გრანდ სლემი

აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე, 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

ნახევარფინალში მან რუს იკაუბ შამილოვი დაამარცხა. ძირითადი დრო თითქოს გდებების გარეშე უნდა დასრულებულიყო, გორელმა ძიუდოისტმა, საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე გამარჯვების მომტანი იპონი შეასრულა და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე მედლები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც თამაშდება. ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია, ლუხუმ ჩხვიმიანი კი ბრინჯაოს მედლისთის დამამშვიდებელ რაუნდში იბრძვის.