პაპინაშვილი ნახევარფინალშია - ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადაერთო | აბუ დაბის გრანდ სლემი
პაპინაშვილი ნახევარფინალშია - ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადაერთო | აბუ დაბის გრანდ სლემი

მარგველაშვილის შემდეგ, ნახევარფინალში გავიდა  ამირან პაპინაშვილიც ( 60 კგ. ). მსოფლიოს მოქმედმა პრიზიორმა, მეოთხედფინალში, ბელგიელი იორრე ვერშტაინენთან მძიმე ბრძოლაში მოიგო. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე, ბელგიელი ვაზაარით დაწინაურდა, მაგრამ აქედან ათ წამში, ამირანმა ეფექტური იპონი შეასრულა და კვარცხლბეკს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. პაპინაშვილის მეტოქე ნახევარფინალში, უზბეკი სალაფედდინ ლუტფილიაევი იქნება.

აბუ დაბიში მიმდინარე დიდ მუზარადზე, ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო ლუხუმ ჩხვიმიანმა. მეოთხედფინალში მისი მეტოქე უზბეკი ლუტფილიაევი იყო, რომელთანაც დამატებით დროში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.  დამამშვიდებელ რაუნდში ჩხვიმიანის პირველი მეტოქე იორრე ვერშტაინენი, რომელსაც ოქროსკენ მიმავალი გზა პაპინაშვილმა გადაუკეტა.

შეგახსენებთ რომ ნახევარფინალშია კიდევ ერთი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი ( 66 კგ. ), რომელსაც ფინალში გასასვლელად, რუსი იაკუბ შამილოვის დამარცხება მოუწევს.