ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირების გაფართოება, ჯანდაცვის სიტემის მზადყოფნა და შემზღუდველი ღონისძიებების ეტაპობრივად შემსუბუქება ვირუსთან თანაცხოვრებისას განვითარების მთავარი ღერძია
გაფართოება ტესტირების, მეორე მხრივ, მზადყოფნა ჯადაცვის სისტემის და თანდათან შემსუბუქება შემზღუდველი ღინისძიებებისა არის მთავარი ღერძი განვითაებისა, კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების დროს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საკმაოდ კარგად მართავს.
„სლოგანი, რომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოორნავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაში რჩება. თანდათან და არა უცბათ უნდა გავზარდოთ მობილობა. დღეს რომ ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის შვიდი, ათი, თხუთმეტი, ოცი შემთხვევა, ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ. აღნიშნულ შემთხვევებს ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით ამ ჩარჩოში უნდა განვაგრძოთ მუშაობა.
სერიოზულად გვაქვს ტესტირება გაფართოებული. ბოლო თვის განმავლობაში დაახლოებით, დღეში 5 000-მდე „პისიარ“ ტესტირება გვაქვს ჩატარებული. ხოლო მთლიანად ქვეყანაში 354 000 „პისიარ“ ტესტი. ამავე დროს, 227 ათასი სწრაფი ტესტი დამყარებული ანტიგენზე და ანტისხეულზე.
ერთი მხრივ, გაფართოება ტესტირების, მეორე მხრივ, მზადყოფნა ჯადაცვის სისტემისა და თანდათან შემსუბუქება შემზღუდველი ღინისძიებებისა, არის მთავარი ღერძი განვითარების, კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების დროს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.