ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაშიც დაფიქსირდა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაშიც დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაშიც დაფიქსირდა.

„რუსთავის გზატკეცილზე არის ერთ-ერთი მაღაზია, სადაც გვაქვს შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, მან ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ თბილისში „ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.