დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.