ამირან გამყრელიძე - ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში, აუცილებელია მანდატორულად პირბადის ტარება
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით დალუქვით, ჯარიმით და ა.შ, არ უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაციები თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას.
„ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, უარი უნდა ვთქვათ შეკრებებზე. თუ არადა, დალუქავენ ამ დარბაზებს და ეს იქნება. ყველანაირი პროგნოზით, თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს დაწესდა პირნათლად შევასრულებთ, მხედველობაში მაქვს პირბადის უნივერსალური ტარება. აუცილებელია მანდატორულად პირბადის ტარება. ჩვენ ამ კვირაში უნდა ავიდეთ დაახლოებით 25 000 აცრაზე. ახლა აგვისტოს საშუალო მაჩვენებელი გვაქვს ყოველდღიური 18 500, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ 6 აგვისტოს გვქონდა 23 000-ზე მეტი“, – განაცხადა გამყრელიძე.