წითელას ზრდის ტემპმა დაიკლო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან განყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე დაახლოებით 517-მდე წითელას შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა კი აჭარის რეგიონში გამოვლინდა.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, გადაამოწმოს საკუთარი სტატუსი წითელას ინფექციაზე აცრის შესახებ, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, 40-წლამდე მოქალაქეებს მოუწოდებს, აიცრან.
„ზრდის ტემპმა მოიკლო. დღევანდელი რიცხვით, წითელას შემთხვევების რაოდენობა 517-მდეა. ისევ და ისევ კონცენრტრირდება 5 წლის ასაკამდე და 20-დან 40 წლის ასაკამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინა და ვაქცინაცია უფასოა.
დღეს საქართველოში 23-დან 29 აპრილამდე ევროპის იმუნიზაციის კვირეული გაიხსნა. კვირეულის მიზანია, ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.