ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, თუმცა ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს
სამწუხაროდ, წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს, თუმცა ყოველდღიურად 20-25 ახალი შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, წითელას აცრის გარდა ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
„კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მოსახლეობას მოვუწოდებ, ვინც აცრილი არ არის პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან. ქვეყანაში ვაქცინის მარაგი საკმარისია. წითელას შემთხვევათა 50% მოზრდილებში 20-დან 40 წლის ასაკში გვაქვს. წითელას აცრების გარეშე ვერ შევაჩერებთ. წითელას შეჩერების და პრევენციის ერთადერთი გზა აცრებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.