ამირან გამყრელიძე - ველოდებით, რომ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები
ამირან გამყრელიძე - ველოდებით, რომ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები

ველოდებით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალი შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, მის ირგვლივ საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. დადგენილია მათ შორის რამოდენიმე, შედმგომი ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.