ამირან გამყრელიძე - უსიმპტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში არ წავა, მას კლინიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება
ამირან გამყრელიძე - უსიმპტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში არ წავა, მას კლინიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება

უსიმპტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში არ წავა, მას კლინიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში უსიმპტომო პაციენტები კლინიკაში დაყოვნდებიან და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მათი სხვა სივრცეში მკურნალობის შესახებ.

„ეს არ ნიშნავს, რომ უსიმპტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში წავა. ის ჯერ მიდის საავადმყოფოში, სადაც პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება. ამის შემდეგ კლინიცისტები მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი საავადმყოფოში დატოვების, ან ამბულატორიულ, სასტუმრო პირობებში, საკარანტინო პირობებში მკურნალობასთან დაკავშირებით. როგორც წესი, მათ მკურნალობა, წამალი არ სჭირდებათ, სჭირდებათ კლინიკური მონიტორინგი. იქნება პროტოკოლი, ექიმმა რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაურეკოს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივიდეს და რა ანალიზები უნდა გაუკეთოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.