დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, გამყრელიძე თვითიზოლაციაში ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო გადავიდა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.