ამირან გამყრელიძე - სკოლებში ვირუსის ძალიან ფართო გავრცელება არ გვაქვს, 10 პროცენტს არ სცდება სკოლების რაოდენობა, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 10 პროცენტს არ სცდება იმ სკოლების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
„იცით, რომ ბავშვები შედარებით იოლად იტანენ ამ ყველაფერს. ამიტომ, რომ გითხრათ, რომ ძალიან ფართოა ბავშვებში გავრცელება – არა. განხილვა იყო წინა საბჭოზე, 10 პროცენტს არ სცდება, სადაც გვქონდა შემთხვევები და რომლებიც გადავიდნენ ე.წ. ონლაინ, დისტანციურ სწავლებაზე. სკოლებში ძალიან ფართო გავრცელება არ გვაქვს. ზოგადად, მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას ხოლმე პირველი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.