ამირან გამყრელიძე - შვეიცარიას, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და განვითარებულ ქვეყანას, გაუჭირდა რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი არ არის
შვეიცარიას, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და განვითარებულ ქვეყანას, გაუჭირდა რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი არ არის.
„სამწუხაროდ, ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას გაუჭირდა. იცით ჩეხეთის მაგალითი, რომელმაც საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო დახმარებისთვის მიმართა გერმანიას და გადაყავთ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა.
შვეიცარიას, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და განვითარებულ ქვეყანას, გაუჭირდა რეანიმაციული საწოლების რაოდენობა. პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი არ არის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ იგივე ჩვენთანაც გვაქვს ყოველდღიური მატება, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, ახალ შემთხვევათა რიცხვი, დაახლოებით ერთ დონეზე მერყეობს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.