ამირან გამყრელიძე - შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა არ იქნება სრული ჩაკეტვა, რომ ადამიანს სახლიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდეს
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა არ იქნება სრული ჩაკეტვა, რომ ადამიანს სახლიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება, არამედ შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება.

„სრული ლოკდაუნები დღეს უკვე აღარ არის, მათ შორის, ჩვენთანაც, სრული ჩაკეტვა, რომ ადამიანს სახლიდან გამოსვლის უფლება არ მისცე და კიდევ ბევრი სხვა, ეს არ იქნება, მაგრამ აუცილებლად გაფართოვდება, ვიდრე დღეს გვაქვს. 22:00 საათის შემდეგ რესტორნები დაკეტილია, ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე შეზღუდულია გადაადგილება დიდ ქალაქებში და ა.შ. მსგავსი შეზღუდვები გაფართოვდება. მიმდინარეობს მსჯელობა, დღეს საღამოს კიდევ შეხვედრები და კონსულტაციებია ბიზნესთან, სხვა სექტორთან, რადგან ეს ყველაფერი საერთო კონსესუსის წესით უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.