ამირან გამყრელიძე - საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების 92, ხოლო გარდაცვალების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული
ამირან გამყრელიძე - საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების 92, ხოლო გარდაცვალების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 92 მოქალაქის ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად მიეწოდება.

„საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისას აქვს წარმატებებიც. გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, მაგრამ ამავდროულად გვაქვს სამი სიკვდილი. ვერ მოვუარეთ იმ ხანდაზმულებს, იქ იყო ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებში ინფიცირების 92 შემთხვევა. ამ ინფორმაციას ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად ვიღებთ. სამწუხაროდ არის ცხრა გარდაცვლილი, რომლებიც ცხოვრობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.