ამირან გამყრელიძე - სასწრაფოს გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა გაზრდილია ჰოსპიტლებში მიმართვიანობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 200 ერთეულით, მაგრამ გაზრდილია ჰოსპიტლებში მიმართვიანობა.
„შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ვართ საშუალო გავრცელების მაჩვენებელზე. გასულ კვირას იყო შემცირება პიკის შემდეგ. სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 200 ერთეულით, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა ჰოსპიტლებში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს 13 გარდაცვალება. H1N1 გრიპის სიმპტომოკომლექსი, ადამიანს თუ აქვს აუცილებელია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა. მონიტორინგის შედეგად 500-მდე კვლევაში 270 შემთხვევაში არის გრიპის ვირუსი და აქედან 98% არის H1N1, ექვსი შემთხვევა გვაქვს H3N2.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.