ამირან გამყრელიძე - საქართველო ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა ქვეყნები და ყველაფერი კეთდება, რომ ამ დონის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ, არ მოვეშვათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
მიისვე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა არსებული სიტუაცია შენარჩუნდეს.
ამასთან, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღია პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ შედარებით ბევრად უკეთესად გამოვიყურებით, ვიდრე ჩვენი მეზობელი ან სხვა ევროპული ქვეყნები. ჩვენ გსვურს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ დონის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შევინარჩუნოთ, რათა „არ გაგქვეცეს“ ხელიდან. ამისთვის ყველაფერი კეთდება თქვენთან ერთად. ამიტომ იყო მომართვა, რომ არ უნდა მოვეშვათ, არ უნდა დავიჯეროთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ. მესმის, რომ მოსაბეზრებელია ერთი და იგივეს გამეორება, რომ პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ საჭიროა ხშირად გავახსენოთ მოსახლეობას, რომ ეს არის მთავარი იარაღი“, – განაცხადა გამყრელიძემ.