ამირან გამყრელიძე - სამედიცინო პერსონალის ინფიცირება საქართველოს ნოუჰაუ არ არის, ეს ყველგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია
ეს საქართველოს ნოუჰაუ არ არის, სამედიცინო პერსონალი ყველგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის საშუალო დაზიანების მაჩვენებელი მერყეობს 10-დან 20 პროცენტამდე, ზოგან მეტიც იყო. ჩვენთან დღეს დაახლოებით 13-14 პროცენტის ფარგლებში მერყეობს სამედიცინო პერსონალის დაზიანება. მხედველობაში მყავს ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დაზიანების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.