ამირან გამყრელიძე - საკოორდინაციო საბჭოზე გაგრძელდება მსჯელობა, აუცილებელია შეზღუდვები, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე გაგრძელდება მსჯელობა კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღება, თუმცა არა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისეთი მძიმე შეზღუდვების, როგორიც გაზაფხულზე დაწესდა.
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაწესებთ შეზღუდვებს. ბევრს არ გსიამოვნებთ, რომ ნიღაბი გიკეთიათ, გარეთაც და შიგნითაც, მაგრამ ესეც გარკვეული შეზღუდვაა. დღეს სერიოზული მსჯელობა იყო, ვფიქრობ, ხვალ, ზეგ გაგრძელდება მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე, გარკვეული შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, წერტილოვანი და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთი მძიმე შეზღუდვები, როგორიც გვქონდა გაზაფხულზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.