ამირან გამყრელიძე - რეინფიცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევის ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკვლევა.
მისივე თქმით, საუბარია ორ-სამ ადამიანზე, რომლებსაც სიმპტომები პირველად გაზაფხულზე დაუფიქსირდათ, მეორედ კი ნოემბერში.
„ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირება. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი „პისიარ“-ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს ე.წ. გენომის სეკვენირება, რაც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რისი საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს. ამიტომ, იმისათვის, რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის.
საუბარია ორ-სამ შემთხვევაზე. ეს იყო გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებითი, თუმცა ვიკვლევთ, პირველად ნამდვილად იყო თუ არა, ხომ არ მოხდა სადმე შეცდომა და ა.შ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი