ამირან გამყრელიძე - რამდენიმე ათასეული შემთხვევა მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები, ამიტომ დაიცავით წესები და დარჩით სახლში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის რამდენიმე ათასეული ფაქტის შემთხვევაში, 20-30 პროცენტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, იქნება დანაკარგები.
ამიტომ, გამყრელიძე ყველა მოუწოდებს, წესები დაიცვან და სახლში დარჩნენ.
„რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30 პროცენტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები. ამიტომ ამას ყველა ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ამიტომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილებისგან შევიკავოთ თავი, მწუხრის სუფრა, რაც ვიცით საქართველოში, შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი, შევიკავოთ თავი ბევრი სხვა ტრადიციული, რელიგიური, თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან. იცით, რომ უმნიშვნელოვანესია ეს ორი კვირა ქვეყნისთვის“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.