ამირან გამყრელიძე - რამდენიმე ადამიანმა გვაჩუქა ტესტიც, გადმოგვცა ფულადი სახსრებიც და როდესაც ეპიდემია ჩაქრება, თითოეულს დიდ მადლობას გადავუხდით
რამდენიმე ადამიანმა გვაჩუქა ტესტიც, გადმოგვცა ფულადი სახსრებიც და როდესაც ეპიდემია ჩაქრება, თითოეულს დიდ მადლობას გადავუხდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
კითხვაზე, რომლის თანახმადაც გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დახმარებას გაუწევს, რომ დააკავშიროს ტესტების მომწოდებლებთან, ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მეგონა, რომ შემოგვთავაზებდა, ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი, რადგან, გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც. ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. როდესაც მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს დიდ მადლობას გადავუხდით. მომწოდებლებთან დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.