ამირან გამყრელიძე - რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში და მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ ფართომასშტაბიანი შეკრებებისგან
ამირან გამყრელიძე - რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში და მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ ფართომასშტაბიანი შეკრებებისგან

კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელების, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.

„გურიაში გუშინ იყო ინფექციის სამი შემთხვევა, დღეს კიდევ დაემატა ერთი და მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდკვლევაეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილთან. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ მოწოდება, რომ ვცხოვრობთ პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში, საქართველოში კანონით აკრძალულია 100 ადამიანზე მეტის შეკრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს არის განსაკუთრებით მომატებული რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამ შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ინფექციის შემდგომი გავრცელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.