ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში მობილობის დონის დაწევით მივაღწიეთ, რომ არ გვაქვს ინფიცირების სამი, ოთხი და ხუთი ათასი შემთხვევა
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში მობილობის დონის დაწევით მივაღწიეთ, რომ არ გვაქვს ინფიცირების სამი, ოთხი და ხუთი ათასი შემთხვევა

კორონავირუსმა ბევრი რამე შეცვალა, შეარყია სამყარო, ძალიან ბევრი სამსახური გადავა იმ ტიპის სამუშაოებზე, სადაც ნაკლები მობილობა მოხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანამ ნაკლებ ზიანს სწორედ მობილობის დონის დაწევით მიაღწია.

„ახლა რომ იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ მალე მივიღებთ მეორე ტალღას. ამიტომ ეს წესები, ეს ონლაინ მუშაობა დაუშვა სახელმწიფომ, არა მხოლოდ ჩვენ, ყველა ქვეყანამ. კორონავირუსმა ბევრი რამე შეცვალა, შეარყია სამყარო, ძალიან ბევრი სამსახურები გადავლენ ამ ტიპის სამუშაოებზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება და ნაკლები მობილობა მოხდება. ჩვენ რომ დღეს მივაღწიეთ, რომ ნაკლები დაზიანება გვაქვს ქვეყანაში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი აქ იყო სწორედ მობილობის სერიოზული დაგდება ქვეყანაში. ამან მოგვცა, რომ არ გვაქვს დღეს სამი, ოთხი და ხუთი ათასი შემთხვევა ქვეყანაში, ამიტომ ამას უნდა მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.