ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველოდებით, რომ ცირკულაციაში იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველოდებით, რომ ცირკულაციაში იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით სეზონური გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი. ამიტომ ის, პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გრიპზე აიცრან.

„მოგეხსენებათ, სამი კვირაა, დავიწყეთ მონიტორინგი გრიპის და რესპირაციული ვირუსის. ცირკულაციაში ჯერ ჩანს მხოლოდ რინოვირუსი და თავისთავად კოვიდი. ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ამას ველით, რომ იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ იმ მაღალ რისკ ჯგუფებს, ვისთვისაც ჩვენ პირველი პარტია – ვაქცინის 25 000 დოზა შემოვიტანეთ, აიცრან. ესენია – ორსულები, ბაღების აღმზრდელები, შიდსიანები, ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მოხუცთა, ბავშვთა სახლები. განაწილებულია, ყველა მუნიციპალიტეტში არის და, სამწუხაროდ, დღეისთვის მხოლო 5 000 ადამიანია აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.