ამირან გამყრელიძე - ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება
ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს ქობულეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, უკვე გამოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 91 პირი და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„ქობულეთში არაფერი საპანიკო არ არის. შემთხვევა დადასტურდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც ღია სივრცეში ხალხის შეკრება იყო. სამივე ინფიცირებული თბილისიდან არის ჩამოსული. ისინი ზაფხულობით დასაქმებულები არიან ქობულეთში. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი. თვითონ ამ კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. დაახლოებით, 91 ადამიანია გამოკვლეული. ვფიქრობთ, ქობულეთში პროცესი მალე ჩაქრება. ასე რომ ზაფხულის სეზონს არავითარი საშიშროება არ ემუქრება“, – განაცხადა გამყრელიძემ.