ამირან გამყრელიძე - პრემიერისგან მივიღეთ დავალება და წარვადგენთ მოსაზრებას კიდევ უფრო მეტ ოქროს სტანდარტის ტესტზე
პრემიერისგან მივიღეთ დავალება და წარვადგენთ მოსაზრებას კიდევ უფრო მეტ ოქროს სტანდარტის ტესტზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. აგრესიული და მასობრივი ტესტირების შესახებ კითხვები ხშირად შედის მათთან.
„დიახ, სოციალური დისტანცირების შედეგ, ტესტირება და აქტიური და ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება ერთ-ერთი მთავარია „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში. ყველა ქვეყანა, რომელიც ამას ახორციელებს და დღეს საუკეთესო მაგალითი გახლავთ კორეა და შემდეგ საუკეთესო მაგალითი გახლავთ გერმანია, 80-დან 90 პროცენტს ამ ტესტირებისას ახორციელებს „პისიარზე“ დაყრდნობილი ტექნოლოგიებით, რასაც საქართველო მისდევდა თავიდანვე. რა თქმა უნდა, ჩვენების მიხედვით და შეცვლილია ალგორითმი. უკვე დღეს, საჭიროა გქონდეს სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტიც და შემოსულია გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში, ასევე ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომლის გარკვეული რაოდენობა არსებობს. ყოველდღიური მარაგები ქვეყანაში, როგორც „პისიარის“, ასევე სწრაფი ტესტის, ივსება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვისაც ეკუთვნის ალგორითმის მიხედვით ტესტირება, არც ერთ შემთხვევაში უარი არ თქმულა.
„დღეს მივიღეთ დავალება პრემიერისგან და ხვალ იქნება წარდგენილი მოსაზრება საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ უფრო მეტი ამ ოქროს სტანდარტის ტესტებზე. ანუ როდის შეგვეძლება, ყოველდღიურად ავიდეთ 800 ათას ტესტზე და შემდეგ დაახლოებით 1200-1500 ტესტზე. დღეს ხუთი ლაბორატორია აწარმოებს „პისიარ“ ტესტირებას, არის უკვე ამის შეფასება, ქვეყანაში არსებული კერძო თუ სხვა სახელმწიფო ლაბორატორიების სიმძლავრეების შესაბამისად, იქ დატრენინგებული შტატის, რომ თანდათანობით ჩვენ ავიდეთ 15 ლაბორატორიამდე და ტესტების მარაგი იმ სიმძლავრეებისთვის, რასაც ხუთი ლაბორატორია მოიხმარს, საკმარისია, ხვალ, ზეგ მაზეგ. გვაქვს ჩვენ ეს განრიგი, როგორ შეივსება ტესტების რაოდენობა, რომ რაც შეიძლება უფრო მასობრივად და გაფართოებულად იყოს. შესაბამისად, იმ ალგორითმის მიხედვით, ვისაც ეკუთვნის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დღეს ვისაც ეკუთვნის ალგორითმის მიხედვით ტესტირება და შემთხვევის განსაზღვრების მიხედვით, არც ერთ შემთხვევაში უარი არ თქმულა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გაფართოებულ ტესტირებაზე, რა თქმა უნდა, აქ გვჭირდება მეტი ლაბორატორიული სიმძლავრეები „პისიართან“ მიმართებაში, ხოლო სწრაფი ტესტები, ეს თვითონ კლინიკებმა უნდა აწარმოონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.