ამირან გამყრელიძე - პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის
პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფრთხე და პანიკის საფუძველი არ არის, უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და უნდა გვქონდეს მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს მიერ დასახელებული ქვეყნებიდან, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს ყველაზე მეტად ინფიცირების წყაროა იტალიიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები.
„ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ თანამოქალაქეებს მიეცეთ საშუალება საქართველოში დაბრუნების. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რათა უზრუნველყონ თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე არ იყვნენ ინფიცირების წყარო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.