ამირან გამყრელიძე - ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ გამკაცრებული ღონისძიებებით უცბად კორონავირუსის 1000 შემთხვევაზე ჩამოვალთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ გამკაცრებული ღონისძიებებით, სამ კვირაში ქვეყანას დღეში მხოლოდ 1 000 ინფიცირებული ეყოლება.
გამყრელიძის თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების შედეგი უნდა იყოს ის, რომ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შეზღუდვების ამოქმედებიდან სამი კვირის თავზე 5 000-ს არ მიაღწიოს.
„გარწმუნებთ, გადაწყვეტილებები იქნება ბევრად გამკაცრებული, ვიდრე დღეს არის და მან შედეგი უნდა მოიტანოს. შედეგი რა იქნება? დღეს რომ 3 000 და 4 000 შემთხვევა გვაქვს, მისი ზრდა არ უნდა იყოს სამი კვირის შემდეგ. ანუ, არ უნდა გვქონდეს 5 000 და 6 000, მაგრამ როგორც შევიქმენით ილუზია ზაფხულში, რომ საქართველომ თურმე დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და ა.შ. ნუ შევქიმნით ილუზიას, რომ უცბად, 3 000-დან, 4 000-დან ჩვენ ჩამოვალთ 1 000-ზე. არა, ეს ვერ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.