ამირან გამყრელიძე - მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, საშიშროებაა, ცეცხლს ვეთამაშებით
ამირან გამყრელიძე - მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, საშიშროებაა, ცეცხლს ვეთამაშებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების მნიშვნელობა.

„თუ არ დავიცავთ იმ ღონისძიებებს და იმ მეთოდურ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ, რასაც მთავრობა და სახელმწიფო გეუბნებათ, რასაც ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ეუბნებიან საზოგადოებას, სამწუხაროდ, გვექნება უფრო რთული მდგომარეობა და რთულად განვითარებადი ეპიდემია.

თუ დავიცავთ ყველაფერს, მაშინ ზრდა გვექნება ინფექციის, მაგრამ გვექნება ისეთი, რომელიც მოვლადი იქნება ჯანდაცვის სექტორის მიერ და გამოვალთ ნაკლები დაზიანებით ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წინა კვირაში ივარაუდა, რომ კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 300-დან 400-მდე იქნებოდა.

„შევცდი, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. შევცდი 50-ით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ შევცდი. მაგრამ მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, საშიშროებაა, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით. ისევ და ისევ, მომავალი კვირა იცით – ტრადიციაა სასაფლაოებზე შეკრება, იქ დიდი ოჯახური შეკრებები. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ეპიდემიის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში და იმ სპირალში შესვლას, რაზეც ვსაუბრობ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.