ამირან გამყრელიძე - მოსახლეობაში ნიღბის გამოყენება 95-პროცენტიან მაჩვენებელს თუ მიაღწევს, შესამჩნევად შევამცირებთ ახალინფიცირებულთა რაოდენობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო გლობალური ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, მოსახლეობაში ნიღბის ტარება 95 პროცენტს თუ მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით, 60-64 პროცნეტის ფარგლებშია.
„მოსახლეობაში ნიღბის მოხმარება თუ 95-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელიიქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. პირდაპირ მიუთითებენ ევროპას, სინგაპურის მაგალითი მოჰყავთ, რომ ნიღბის გამოყენება უნდა გახდეს სავალდებულო. საქართველოზეც კეთდება პროგნოზირება. ჩვენ გვაქვს გამოყენება დაახლოებით 60-64 პროცენტის ფარგლებში. მოწოდება არის, რომ ავიდეს 95 პროცენტის ფარგლებში. ამ ფარგლებში თუ გვექნება, ჩვენ შესამჩნევად შევამცირებთ ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას და შესაბამისად, ქვეყანაში სხვა ინდიკატორებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.