ამირან გამყრელიძე - მომავალი კვირიდან „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ადგილები თანდათან გაფართოვდება, სამწუხაროდ, რეგიონებში მიმართვიანობა არ არის დიდი და ბევრი მუშაობა გვმართებს
თბილისში „სინოფარმზე“ ახლა ადგილები აღარა არის, მაგრამ სწორედ ამ დღესასწაულების შემდეგ, მომავალი კვირიდან, ადგილებით თბილისში თანდათან გაფართოვდება, გარდა ამისა, სადღაც 14 მაისისთვის მორჩება ვაქცინაცია მეორე დოზით „ფაიზერზე“ და კლინიკები, რომლებიც დღეს „ფაიზერზე“ აკეთებენ აცრას, გადაერთვებიან „სინოფარმზე“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, „სინოფარმით ვაქცინაციისთვის გადამზადებულია დაახლოებით გადამზადებულია დააახლოებით 70 ჯგუფი, რომლებიც 4 მაისიდან დაიწყებენ აცრებს.
„17 000-მდე ადამიანს აქვს დაჯავშნილი ადგილი „სინოფარმზე“ 4 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრია, უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობა. „სინოფარმის“ ადმინისტრირება შედარებით ადვილია, რადგან ერთდოზიან ფლაკონებშია და დანაკარგი თითქმის არ იქნება. ამ ეტაპზე გარდა ჰოსპიტლებისა, ჩაერთვნენ დიდი პოლიკლინიკები და ეს თანდათან უფრო გაფართოვდება. „სინოვაკზე“ აცრებს ჩვენ უფრო მოგვიანებით დავიწყებთ და მეტი ინფორმაცია მიწოდება მოსახლეობას. ამჟამად ჩვენ ამცრელი კაბინეტები სრულად მოვამარაგეთ „სინოფარმის“ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „სინოფარმს“ განსაკუთრებული უკუჩვენებები არ აქვს, თუ ვინმეს პირველ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქცია ექნება, ეს არის ერთ-ერთი წინააღმდეგ ჩვენება.
„ასევე საწინააღმდეგო ჩვენება გახლავთ არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ასევე თუ ადამიანს აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება დეკომპენსირებულ სტადიაში. ამ შემთხვევაში, როცა ექიმთან მივა ადამიანი, მას შეიძლება უთხრან, რომ გადადოს ვაქცინაცია ან თავი შეიკავონ, ვიდრე შესაბამისი კონსულტაციები არ ჩატარდება. თბილისში „სინოფარმზე“ ახლა ადგილები აღარა არის, მაგრამ სწორედ ამ დღესასწაულების შემდეგ, მომავალი კვირიდან ადგილები თბილისში თანდათან გაფართოვდება, გარდა ამისა, სადღაც 14 მაისისთვის მორჩება ვაქცინაცია მეორე დოზით „ფაიზერზე“ და ის კლინიკები, რომლებიც დღეს „ფაიზერზე“ აკეთებენ აცრას, გადაერთვებიან „სინოფარმზე“. პარალელურად დაემატება ამცრელი ჯგუფები. თითო ჯგუფი დღეში სავარაუდოდ, 42-დან 50-მდე ადამინს ცრის. სამწუხაროდ, რეგიონებში მიმართვიანობა არ არის დიდი და ბევრი მუშაობა გვმართებს, რომ ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთონ. დღეს თბილისში არ არის ადგილები, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რეგიონებში არის ადგილები, სადაც „ასტრაზენეკაზეც“ და „სინოფარმზეც“ შეიძლება ჩაწერა და აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.