ამირან გამყრელიძე - მომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებული ადამიანები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები კიდევ იქნებიან.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სტანდარტია, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში ტესტმა კორონავირუსზე ორჯერ უნდააჩვენოს უარყოფითი შედეგი.
„იცით, სტანდარტი რაც არის მოქალაქეთა გაწერასთან დაკავშირებით, რომ 24-საათში ზედიზედ ორჯერ „პისიარ“ ტესტი, ანუ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. მე ზუსტად არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-ია. აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.