ამირან გამყრელიძე - მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება, გვინდა, 15 მაისისთვის 1 500-ზე, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში კი დღეში 2000 „პისიარ“ ტესტირებაზე ავიდეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზე და საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსზე ტესტირებულთა რაოდენობის შესახებ ისაუბრა.
„ყოველდღიურად ჩვენ ავედით საშუალო მაჩვენებლზე სადღაც 1100-1200, ორჯერ გვქონდა 1350-ზე მეტი. 15 მაისისთვის გვინდა, რომ ავიდეთ 1500-ზე, შემდგე უკვე მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში 2000-ზე დღეში, რაც იქნება დაახლოებით ის მაჩვენებლი, რასაც დღეს წამყვანი ევროპული ქვეყნები ახორციელებენ. ხაზს ვუსვამ, ეს არის არა საერთო ტესტირება, საერთო ტესტირება ბევრად მეტია, თუ დავამატებთ სწრაფ ტესტებს, ეს არის მხოლოდ „პისიარ“ ტექნოლოგიებით ტესტირება, რომელიც დღეს უკვე ქვეყანის 12 ლაბორატორიაში ტარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.