დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ტესტების მომწოდებლებთან დაკავშირებაში დახმარება მათ არ სჭირდებათ.
კითხვაზე, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დახმარებას გაუწევს, რომ დააკავშიროს ტესტების მომწოდებლებთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა: „დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მეგონა, რომ შემოგვთავაზებდა, ტესტებს გაჩუქებთო და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი, რადგან, გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც. ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს.
როდესაც მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს დიდ მადლობას გადავუხდით. მომწოდებლებთან დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.