ამირან გამყრელიძე - დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა, 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა და აქედან 92 პროცენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის.
„მინდა, გაუწყოთ, რომ თანდათან პისიარ ტესტირება ქვეყანაში იზრდება, სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი“,- განაცხადა გამყრელიძემ.