ამირან გამყრელიძე - კვლავ რჩება სამი ცხელი წერტილი, აჭარა, თბილისი და იმერეთი, სტაბილიზაციის ნიშნების მიუხედავად, ჯერ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში კვლავ რჩება სამი ცხელი წერტილი – აჭარა, თბილისი და იმერეთი.
როგორც გამყრელიძე ამბობს, სტაბილიზაციის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და მოქალაქეებმა ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულონ.
„სამი ცხელი წერტილი რჩება – აჭარა, განსაკუთრებით ბათუმი, თბილისი და იმერეთი – ქუთაისი. ამიტომ ჯერ დამშვიდების არავითარი საფუძველი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ სტაბილიზაციის ნიშნებია. ამიტომ, ყველა წესი და რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.