ამირან გამყრელიძე – კვლავ რჩება სამი ცხელი წერტილი, აჭარა, თბილისი და იმერეთი, სტაბილიზაციის ნიშნების მიუხედავად, ჯერ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

15:32, 30.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში კვლავ რჩება სამი ცხელი წერტილი – აჭარა, თბილისი და იმერეთი.

როგორც გამყრელიძე ამბობს, სტაბილიზაციის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და მოქალაქეებმა ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულონ.

„სამი ცხელი წერტილი რჩება – აჭარა, განსაკუთრებით ბათუმი, თბილისი და იმერეთი – ქუთაისი. ამიტომ ჯერ დამშვიდების არავითარი საფუძველი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ სტაბილიზაციის ნიშნებია. ამიტომ, ყველა წესი და რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი