ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს დადასტურებული ხუთი შემთხვევიდან ყველა ინფიცირების წყარო მოძიებულია.
„თითქმის ყველა წყაროზე გავედით, კიდევ ექვსზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ეს წინა შემთხვევებია და არა ბოლო. ბოლო ხუთი შემთხვევის ყველას წყარო ცნობილია. დღევანდელი დღის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული, დღეს დაემატა ხუთ. ეს არის ერთეული შემთხვევები, ყველა შემთხვევებში ჩვენ უკვე თითქმის წყარო ვიცით, ყველა შემთხვევის კონტაქტი არის იზოლირებული, კარანტინში გადაყვანილი და მიმდინარეობს მათზე ზედამხედველობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.