ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემთხვევა უკვე არის რამდენიმე ტაძარში, მოვუწოდებ ყველას, იყვნენ ტაძარში პირბადით
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, ტაძარში პირბადე გაიკეთონ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემთხვევა უკვე არის რამდენიმე ტაძარში.
„დღეს დიდი დღესასწაულია – სვეტიცხოვლობა. მოვუწოდებ ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, შევიდნენ პირბადით ტაძარში და იქ იყვნენ პირბადით. აუცილებლად უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია დაცული. დისტანციის დაუცველობა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ტაძარში გვაქვს ინფექციის გავრცელების შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.