ამირან გამყრელიძე - კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კარგია სოლიდარობა, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ბიზნესმენები იჩენენ.
„კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი. მაგალითად, ერთ-ერთი სტამბა დაგვიკავშირდა და სრულიად უსასყიდლოდ დაგიბეჭდავს საპრომოციო მასალას. კიდევ ერთი დაგვიკავშირდა, რაში შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 56.