ამირან გამყრელიძე - კარანტინის რვადღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა გარკვეულ შეზღუდვებს მიმართონ
ამირან გამყრელიძე - კარანტინის რვადღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა გარკვეულ შეზღუდვებს მიმართონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის აცხადებს, რომ მისი რეკომენდაციაა, კარანტინის რვადღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა გარკვეულ შეზღუდვებს მიმართონ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, შეზღუდების დაწესების შემთხვევაში, მეთორმეტე დღეს ტესტირების დასრულებისას მოქალაქეები უფრო თამამად შეძლებენ საზოგადოებაში ყოფნას.

„მე, როგორც ექიმი, გავცემ რეკომენდაციას, რომ კარანტინის მერვე დღის შემდეგ, მაინც იყოს პიროვნება გარკვეულად შეზღუდული. მეთორმეტე დღის შემდეგ, როდესაც ჩატარდება ტესტირება უფრო თამამად შეეძლება საზოგადოებაში ყოფნა. ვალდებულება არ იქნება, ადამიანის თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული, მას ეტყვის ექიმი, რომ სჯობს თქვენს შვილს ან შვილიშვილს არ ჩაეხუტოთ და იყოთ ისე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.