ამირან გამყრელიძე - იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი, 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 319 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას, აქედან დადასტურებულია ინფექციის 12 შემთხვევა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გუშინ ლუგარში იყო 39 პაციენტის ანალიზები გამოკვლეული, აქედან სამ შემთხვევაში არის დადებით.
„ყველა ეს შემთხვევა საქართველოში დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით და ორი არის დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. მიმდინარეობს ინტენსიურად კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი, 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.