ამირან გამყრელიძე - ინდური შტამი განსაკუთრებულს არაფერს იწვევს, როგორც ბრიტანული შტამი, შედარებით ადვილად ვრცელდება
ინდური შტამი არაფერს განსაკუთრებულს არ იწვევს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის ყველა შტამებს აქვთ დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა, ბრიტანულს და ინდურს განსხვავებით სხვისგან აქვთ ის, რომ ახალგაზრდა ასაკშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება.
„ინდური შტამი არაფერს განსაკუთრებულს არ იწვევს, როგორც ბრიტანული შტამი, ერთადერთ აქვს მასაც, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება. კორონავირუსის ყველა შტამებს აქვთ დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა, ბრიტანულს და ინდურს განსხვავებით სხვისგან აქვთ ის, რომ ახალგაზრდა ასაკშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს, დიდი განსხვავება ამ სხვადასხვა შტამებს შორის არ გახლავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დღეს გამოვლინდა.