ამირან გამყრელიძე - ნუ დავპანიკდებით, ინდოეთში როცა მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო იყო, იქ წამყვანი ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური
ინდოეთში როცა მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო, იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ინდური შტამი დღეს დილით დაფიქსირდა.
„ნუ დავპანიკდებით, კოვიდპანდემიამ პერიოდში კორონავირუსმა ბევრი მუტაცია განიცადა. იყო მსუბუქი მუტაციები, ასევე იყო მუტაციები, რომლებსაც მეტი ყურადღება ექცევა, სწორედ ხუთი მუტაცია ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული ინდური და კიდევ არის რამდენიმე, რომლებზეც მეტი დაკვირვება მიმდინარეობს. ინდოეთში როცა მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო, იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური. ხვედრითი წილი ინდური შტამისაც დიდი იყო“, – განახცადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია შემოსული იცავს თუ არა ინდური შტამისგან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა:„ამ ეტაპზე ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლებს მიერ, ისინი მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ დღეს მსოფლიოში, მათ შორის არის კვლევები სინოფარმზეც, სინოვაკზეც, მოდერნაზეც, ფაიზერზეც თვითონ ინდოეთის გამოშვება ვაქცინაზეც“.
მისივე თქმით, ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დღეს გამოვლინდა.