ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით წელს გარდაცვლილთა რაოდენობა გაანალიზდა და 99.7 პროცენტი, სამწუხაროდ, აუცრელია
გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7 პროცენტი, სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, იცით, ეს არის დაახლოებით 0.3 პროცენტი ორჯერ აცრილებში და 0.9 პროცენტი ერთხელ აცრილებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სერიოზულად არის გაუარესებული.
„იცით დღევანდელი მონაცემები, რომელიც 4 800-ის ფარგლებში გვაქვს, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა მაისის პიკზე და დაახლოებით უახლოვდება იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა ნოემბრის დასასრულს. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7 პროცენტი, სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, იცით, ეს არის დაახლოებით 0.3 პროცენტი ორჯერ აცრილებში და 0.9 პროცენტი ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ 15-ჯერადობით იცავს. ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი. მაშინ, როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15. 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი და ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც დღეს ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.