ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებული რამ თუ არ ხდება, ჩაკეტვების პოლიტიკა მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთან უკვე დღის წესრიგში აღარ არის
ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებული რამ თუ არ ხდება, ჩაკეტვების პოლიტიკა მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთან უკვე დღის წესრიგში აღარ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ჩაკეტვების პოლიტიკა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა დღის წესრიგში აღარ არის.

მისი თქმით, დღეს ინფექციის მართვა ე.წ ბალანსირებული პოლიტიკით ხორციელდება.

„ზოგადად, ჩაკეტვების პოლიტიკა თანდათან მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან, უკვე აღარ არის დღის წესრიგში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. დღეს მთელ მსოფლიოში ინფექციის მართვის პოლიტიკა ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკაა. ანუ, ერთი მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება და მართვა, მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა გამყრელიძემ.