ამირან გამყრელიძე ხანდაზმულებს, განსაკუთრებით აჭარაში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მობილობა შეამცირონ
ამირან გამყრელიძე ხანდაზმულებს, განსაკუთრებით აჭარაში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მობილობა შეამცირონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სლოგანი „დარჩი სახლში“ განსაკუთრებით აჭარაში უნდა ამუშავდეს.

გამყრელიძე კვლავ მოუწოდებს ხანდაზმულებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ინციდენტობა საკმაოდ მაღალია, ისევ და ისევ არის აჭარაში მოწოდება, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება, რადგან ინფექცია აქტიურად ცირკულირებს აჭარაში. მოგეხსენებათ, ხანდაზმულები არიან მოწყვლადი ჯგუფი ინფექციის მიმართ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნაკლები იყოს კონტაქტი, ნაკლები გარეთ სიარული. დარჩი სახლში – ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ უპირატესად აჭარაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.