ამირან გამყრელიძე - გადაადგილებაზე შეზღუდვა ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ქმედითი იარაღია
ამირან გამყრელიძე - გადაადგილებაზე შეზღუდვა ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ქმედითი იარაღია

გადაადგილებაზე შეზღუდვა გახლავთ ერთ-ერთი ქმედითი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის​, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გადაადგილებაზე შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზეც არის მსჯელობა.

„ეს ყოველ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ყოველ კვირაში ერთხელ ტარდება პრემიერთან ყოველთვის მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა და ეს დამოკიდებულია სწორედ ეპიდსიტუაციაზე. როგორიც გვექნება ეპიდსიტუაცია და როგორიც იქნება მისი დინამიკა, იმის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რადგან გადაადგილებაზე შეზღუდვა გახლავთ ერთ-ერთი ქმედითი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.